ქართული ფრანჩაიზი შავი ლომი შაბათს, ისრაელში თელავივ ჰითს დაუპირისპირდება. გამარჯვება ჩვენ გუნდს პირველ ადგილზე დააბრუნებს და ფლეი ოფში გასვლას დაუბევებს. დასკვნით მატჩში კი, ლიდერობის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.
შავი ლომის სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობაში ხუთი ცვლილება განახორციელა. უკანა ხაზში ცვლილებები ტრავმებითაა განპირობებული. სანდრო თოდუამ კუნთი ენისეისთან მატჩში გაიწყვიტა და სასტარტოში მირიან მოდებაძე დაწინაურდა. ბოლო მომენტში გადაწყდა, რომ ვერ ითამაშებს კაპიტანი მერაბ შარიქაძე და მის ადგილს გურამ ქანდაურაშვილი დაიკავებს. კაპიტანი კი, შალვა მამუკაშვილი იქნება.
შეიცვალა ორივე ბურჯი. შემადგენლობაში ბრუნდება ნიკა აბულაძე, მეორე ბურჯად გიორგი პერტაია დაწინაურდა, ხოლო ნიკოლოზ ხატიაშვილმა მარქაფაში გადაინაცვლა. ნიკოლოზ აფციაურის ნაცვლად ფლანკერად თამაშს ლუკა ივანიშვილი დაიწყებს, შერკინების შემკვრელად კი თორნიკე აქუბარდიას ვიხილავთ.
თამაში თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.
შავი ლომი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. გურამ ქანდაურაშვილი, 11. მირიან მოდებაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე; 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. თორნიკე აქუბარდია.
16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. იოსებ გუშარაშვილი; 21. ლუკა მატკავა, 22. ოთარ ლაშხი, 23 სანდრო სვანიძე.