შავ ლომს ფინალში მთავარი ბომბარდირი დააკლდება

ქართული ფრანჩაიზი შავი ლომი შაბათს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალში ისრაელის თელევივ ჰითს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბმა საბრძოლო რაზმი დაასახელა. ტრავმების გამო გუნდს დააკლდნენ მიხეილ გაჩეჩილაძე, აკაკი ტაბუცაძე, გიორგი ჭყოიძე და ჯაბა ბრეგვაძე. ცხადია, ტაბუცაძის დანაკლისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის საუკეთესო მელელოვეა და, ამასთან ერთად რაგბი ევროპის მიერ ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედაა აღიარებული.

შეგახსენებთ, რომ შავი ლომი თელავივ ჰითს ჯგუფურ ტურნირზე ორჯერ ეთამაშა. ერთი მატჩი ქუთაისში ფრედ დასრულდა. ისრაელში კი, ჰითმა მოიგო.

თამაში ავჭალის სტადიონზე 16 საათზე დაიწყება.

შავი ლომი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;
1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ნიკა ხატიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. პაატა გალდავა, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. სანდრო თოდუა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *