შაკილ ო’ნილი:“2002 წლის ნბა-ს სუპერფინალი საშინლად მოსაწყენი იყო“

კალათბურთის დიდების დარბაზის წევრმა და „ლეიკერსის“ ლეგენდარულმა ცენტრმა შაკილ ო’ნილმა განაცხადა რომ 2002 წლის ნბა-ს სუპერფინალში „ნეთსთან“ დაპირისპირება საშინლად მოსაწყენი იყო.

„საშინლად მოსაწყენი იყო. არანაირი ინტრიგა. რაღაც მომენტში გავბოროტდი და გავბრაზდი, როდესაც ნიუ ჯერსიში ჩავედით სათამაშოდ. თქვენ რა გეგონათ, შემს მშობლიურ ჯერსიში ტოდ მაკკალოკი შემაჩერებდა 3 წამიან ზონაში? იმ თამაშებში, რომელსაც ბებიაჩემი და ბაუაჩემი ესწრებოდნენ? რათქმაუნდა არა. ამ თემაზე საუბრისას მეცინება უკვე“ – განაცხადა შაკმა.

null

შეგახსენებთ, რომ 2002 წლის ნბა-ს სუპერფინალში ერთმანეთს „ლეიკერსი“ და „ნიუ ჯერსი ნეთსი“ შეხვდნენ. კალიფორნიულმა გუნდმა მეტოქე 4:0 გაანადგურა, შაკის სტატისტიკა კი ასე გამოიყურებოდა – 36.3 ქულა და 12.3 მოხსნა საშუალოდ მატჩში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *