შალვა გუჩმაზოვის დიდი გამარჯვება დუბაიში [VIDEO]

27 წლის ქართველმა მოკრივემ, შალვა გუჩმაზოვმა D4gboxing-ის ეგიდით გამართულ ივენთზე რაიან ესტონი ნოკაუტით დაამარცხა. სუპერსაშუალო წონის ეს დაპირისპირება დუბაიში გაიმართა. სარეიტინგო კუთხით, საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, ვინაიდან ამ მოგებით შალვა ძალიან მიუახლოვდა სატიტულო ორთაბრძოლას, გუჩმაზოვს ქამარზე ბრძოლამდე 2-3 ბრძოლა აშორებს.

აღნიშნულ გამარჯვებაზე გუჩმაზოვმა ლიდერსპორტთან ისაუბრა: “ჩემზე გაცილებით გამოცდილი მეტოქე დავამარცხე და რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ნოკაუტით გამარჯვებას ველოდი, მეტიც – ეს იყო ჩემი მიზანი, ვინაიდან როდესაც სტუმრად იბრძვი, რთულია ქულებით გამარჯვების მოპოვება. მითუმეტეს, სხვადასხვა გარემოებები ართულებდა სიტუაციას – მოსამზადებელ პერიოდში, სპარინგზე ცხვირი გავიტეხე. ბრძოლის დროსაც პირველივე დარტყმაზე გამიტყდა და ასე მომიწია ბრძოლის გაგრძელება.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *