შარი… ფოდენის დედას დაარტყეს

მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი ფილ ფოდენი ტოტენჰემთან წაგების მერე (2:3) შარში გაეხვია.

ფოდენი მეგობარ გოგონა რებეკასთან და დედასთან, კლერთან, ერთად კრივის საყურებლად წავიდა: ამირ ხანი და კელი ბრუკი დაუპირისპირდნენ.

კორიდორში მამაკაცების ჯგუფი იდგა. ვიღაც უცნობმა ფოდენს შეაგინა. დედა მივიდა უცნობებთან და იკითხა, რომელი იყო ის უზრდელი, მაგრამ სახეში დაარტყეს. ასევე წერია, რომ დედამ ხელიც ჰკრა ერთ-ერთ უცნობს (Daily Mail)…

ჩხუბი ატყდა, ფოდენმაც უკან არ დაიხია. გარჩევა და გაწევ-გამოწევა თითქმის 30 წუთს გაგრძელებულა.

მანჩესტერ სიტის განცხადება: „კლუბმა იცის მომხდარის შესახებ. ვიდეოში ჩანს, რომ ფოდენი და მისი ოჯახის წევრები აგრესიის ქვეშ მოექცნენ. შოკირებულები ვართ და მზად ვართ, ფილსა და მის ოჯახს დახმარება გავუწიოთ“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *