შვეიცარიელი ჯერდან შაქირი ლივერპულიდან ლიონში გადავიდა. ცნობილმა გარემარბმა სამი წელი გაატარა წითლებში, მაგრამ მეტწილად სათადარიგო იყო: სადიო მანე-მომო სალაჰი-ბობი ფირმინოს სამეულში კონკურენცია უჭირდა, მერე მათ დიოგო ჟოტაც დაემატა.
შაქირს ასევე ნათამაშევი აქვს ბაზელში, ბაიერნში, ინტერში, სტოკში. საფრანგეთის ლიგა1 ახალია.
ბრიტანული პრესის ცნობით, ლიონმა შაქირში 9,5 მილიონი გირვანქა გადაიხადა.