“შეგვიძლია ტელეფონის ჯიხურშიც ვიჩხუბოთ” – ნგანუ და ფიური ერთმანეთს იწვევენ

UFC-სა და კრივის მძიმე წონის ჩემპიონებმა, ფრენსის ნგანუმ და ტაისონ ფიურიმ ერთმანეთი გამოიწვიეს. განურჩევლად სპორტის წესების, საბრძოლო ადგილის და ხელთათმანებისა – მათ ბრძოლა სურთ.

“ვის გინდათ რომ ვებრძოლო კრივის წესებით, თუმცა UFC-ს ხელთათმანებით?” – წერს ფიური თვითერზე და დენა უათთან ერთად, ფრენსის ნგანუსაც თაგავს.

“რას იტყვი MMA-ს წესებზე და კრივის ხელთათმანებზე? შემიძლია ეს შემოგთავაზო” – პასუხობს ფრენსისი.

ნგანუს შემოთავაზებას ფიური მწვავედ გამოეხმაურა: “შენ გინდა ჩემს სამყაროში შემოსვლა და გვიწვევ მე და ვაილდერს. შემიძლია გარანტია მოგცე, რომ დანოკაუტდები, თუმცა ამავე დროს ყველაზე დიდ ხელფასს აიღებ, რაც კი აქამდე აგიღია, ასე რომ დაფიქრდი”.

“მას შემდეგ, რაც 23 იანვარს ჩემს საქმეს მოვრჩები, ნებისმიერი წესებით შეგებრძოლები – თუ გინდა რინგზე, თუ გინდა ოქტაგონზე და თუ გინდა სატელეფონო ჯიხურშიც კი” – ამ თავზეხელაღებული შეთავაზებით დაასრულა ნგანუმ “ბოშების მეფესთან” ინტერნეტ ინტერაქცია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *