შედგება თუ არა კონორისა და დასტინის მე-4 ბრძოლა?

ბრძოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე UFC-ს პრეზიდენტმა, დენა უაითმა მოვლენების შემდგომ განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით დასტინ პორიეს შემდეგი ბრძოლა ქამარზე, ჩარლზ ოლოვეირას წინააღმდეგ იქნება. რაც შეეხება კონორისა და დასტინის დაპირისპირებას, როგორც უაითმა აღნიშნა, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა – იგი ჯერ მის სრულ გამოჯანმრთელებას დაელოდება, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ პორიე ამას დაელოდება, იგი თავის გზას განაგრძობს. პრეზიდენტის თქმით კონორს რამდენიმე საათში ოპერაცია ჩაუტარდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი რამდენი ხანი იუქმებს ირლანდიელი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *