პოლონეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ლეხ პოზნანი, რომლის ღირსებასაც ნიკა კვეკვესკირი იცავს, გურნიკს დაუხვდა და 2:1 დაამარცხა. მასპინძელთაგან ერთი გოლი ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა. ნიკამ 44-ე წუთზე შორიდან გაისროლა და ბრწყინვალე გოლი შეაგდო.
Weekend pięknych goli w @_Ekstraklasa_ trwa! 🔥🔥🔥
Kwekweskiri wyrównuje, a wybór gola kolejki będzie baaaaaaaardzo trudny ⚽🤯 pic.twitter.com/46WFmnIQiB
— CANAL+ SPORT (@CANALPLUS_SPORT) December 19, 2021
მიმდინარე სეზონში კვეკვესკირის ანგარიშზე 13 მატჩი და 2 გოლია. რაც შეეხება ლეხს, გუნდი 41 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ პოგონს 4 ქულით უსწრებს.