“შევე*ი დენა უაითს” – ჯეიკ პოლი ახალ მუსიკალურ კლიპს ავრცელებს [VIDEO]

ბოლო პერიოდში, ჯეიკ პოლსა და დენა უაითს შორის დიდი დაძაბულობაა. ახალგაზრდა მოკრივე, დენა უაითს მებრძოლების დაუფასებლობის გამო აკრიტიკებს – დაბალი ანაზღაურებები, არახელსაყრელი ჯანდაცვის პირობები და ა.შ. წლის დასაწყისში, ისინი სოც.ქსელში ერთმანეთს მწვავე ვიდეო მიმართვებით დაუპირისპირდნენ, სადაც ჯეიკი დენას კოკაინზე დამოკიდებულებაში ადანაშაულებდა, ხოლო დენა პოლს სტეროიდების გამოყენებას აბრალებდა.

ჯეიკ პოლის მიერ დენა უაითის კრიტიკა ახლა სულ სხვა ეტაპზე გადავიდა – მოკრივემ UFC-ს პრეზიდენტზე დისს ტრეკი და ვიდეოკლიპი ჩაწერა სახელწოდებით “შევე*ცი დენა უათის”. კლიპში ჩანს დენა უაითის გაშარჟებული პერსონაჟი, რომელიც UFC-ს ლეგენდას, კრის საიბორგს დაბალანაზღაურებად კონტრაქტს სთავაზობს, რაც შემდეგ UFC-ს მესვეურების სიხარულის მიზეზი ხდება – “მებრძოლები აკეთებენ მთელს საქმეს, ჩვენ კი ვიღებთ მთელ ფულს”.

აღნიშნულ ტრეკში ჯეიკი დენას მიმართ სალანძღავ სტროფებს არ იშურებს:

“ეს მელოტი ბო*ი უნდა დარჩენილიყო კიკბოქსის ინსტრუქტორად,
მან ხაბიბის კარიერის დამთავრება ვერ გადაიტანა…
შენ უკვე ბანკროტზე ხარ, არ გინდა კოკაინი გაიყნოსო?!”

ჯეიკმა არც კონორი დატოვა უყურადღებოდ:

“მაკგრეგორ, 5 წელია არ მინახიახარ,
პატარა, უცნაურო მახინჯო,
იმდენჯერ წააგე რომ დაჯილდოვებაზე MGK-ს ეჩხუბე…
ლამბორჯინის ნავი გაქვს მაგრამ კარიერა გეძირება,
ნეტა შენი ცოლი რას ფიქრობს ამაზე?”

აღნიშნული ვიდეოკლიპი იუთუბზე რამდენიმე საათს წინ განთავსდა და უკვე 200.000-ზე მეტი ნახვა აქვს.

Leave a comment

Your email address will not be published.