ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ისაუბრა.
“დღეს ჩემი კონტრაქტი უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან ამოიწურა და მე გუნდს ვტოვებ. ნაკრებში 5 წელი გავატარე, ეს იყო მძიმე სამუშაო, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთის თამაში შეგვიძლია.
მადლობას ვუხდი უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას და ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში მედგა.”-განაცხადა შევჩენკომ.