წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა და ამჟამად მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ, უკრაინის ნაკრები დატოვა და კვლავ უგუნდოდ არის. იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლა სკირას თქმით, ანდრეის 3 ამერიკული კლუბი იწვევს. წყარო ჯერ-ჯერობით კლუბებს არ აკონკრეტებს.
შევჩენკომ სამწვრთნელო კარიერა უკრაინის ნაკრებში დაიწყო. იგი ჯერ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ, შემდეგ კი გუნდი ჩაიბარა და 5 წელი უკრაინელთა მესაჭე იყო.
უკრაინელი სპეციალისტი რამდენიმე თვის წინ მილანსაც დაუკავშირეს, თუმცა როგორც ხედავთ როსონერის კვლავ სტეფანო პიოლი ხელმძღვანელობს. სწორედ მილანში თამაშისას ედგა შევჩენკოს საფეხბურთო კარიერის საუკეთესო პერიოდი.