ანდრეი შევჩენკო სერია ა-ში იმუშავებს. იგი ამიერიდან ჯენოას მთავარი მწვრთნელი იქნება. ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა. იტალიელებმა უკრაინელ სპეციალისტს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.
შევჩენკოსთვის ჯენოა სამწვრთნელოდ მეორე სამუშაო ადგილი იქნება. მანამდე იგი 5 წლის მანძილზე უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო და გუნდი რამდენიმე თვის წინ დატოვა.
ანდრეისთვის იტალია უცხო არ არის. საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები მას სწორედ სერია ა-ში ჰქონდა, როცა 1999-2006 წლებში ჩელსიში გამოდიოდა, გუნდის ლეგენდად იქცა და უამრავი ტიტული მოიგო.
ჯენოა სერია ა-ში 9 ქულით მე-17 ადგილზეა და შემდეგ მატჩში ჟოზე მოურინიოს დამოძღვრილ რომას შეხვდება.