შევჩენკო პოლონეთის ნაკრებში?

იტალიური ჯენოას დამრიგებელი, ანდრეი შევჩენკო, შესაძლოა, პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს.

ქვეყნის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი, ცეზარი კულეშა, პირადად ყოფილა უკრაინელი სპეციალისტის გადაბირების მოსურნე.

მართალია, შევჩენკო მხოლოდ ორი თვეა იტალიაში მუშაობს და ასე უცებ იქიდან ნაკლებ სავარაუდოა წამოვიდეს, მაგრამ წყარო ამტკიცებს, რომ პოლონეთის საფეხბურთო კავშირი მისი კონტრაქტის გამოსყიდვას აპირებს ჯენოასგან. ეს ამბავი სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ, პოლონელთა ეროვნული გუნდი, პორტუგალიელმა თავკაცმა, პაულუ სოუზამ სკანდალურად დატოვა.

Shevchenko: 'Perdi muitos amigos por álcool, drogas e armas'

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *