ანდრეი შევჩენკომ კომენტარი გააკეთა უკრაინის ნაკრების სათამაშო მაისურებზე, რომელსაც ამხელა ხმაური მოჰყვა… როგორც იცით, რუსები გაბრაზდნენ, უკრაინელთა მაისურებზე საზღვრის კონტურებია გამოხატული და ყირიმის ნახევარკუნძულიც არის დატანებულიო.
უეფა ჩაერია და რუსულ მხარეს წერილი გაუგზავნა, რომ უკრაინელთა ფორმა ყველანაირ ნორმაში ჯდება და არავითარი პროვოკაცია, ან დანაშაული იქ არაა.
აი, უკრაინული გამოცემა ტრიბუნა უკრაინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთან და ამჟამად ნაკრების მთავარ მწვრთნელს ეკითხება:
– ანდრეი ნიკოლაევიჩ, რას იტყვით რუსული მხარის მძაფრ რეაქციაზე?
– მათი რეაქცია საერთოდ არ მაინტერესებს. სიმართლე გითხრათ, ჩვენი გულშემატკივრების რეაქცია მაინტერესებს, მათ კი მაისურები მოეწონათ. ასე რომ, კმაყოფილი ვარ.