შევჩენკო ჯენოას ედავება – უკრაინელი დიდ ფულს ითხოვს

დაახლოებით 2 კვირის წინ ჯენოამ ანდრეი შევჩენკო მთავრი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლა. კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ დავა კვლავ მიდის, უკრაინელი ითხოვს, რომ კომპენსაციის თანხა სრულად გადაუხადონ, იტალიური გუნდი კი უარზეა.

შევჩენკოს გაშვების შემდეგ, იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ ჯენოას 20 მილიონის გადახდა მოუწევდა, თუმცა როგორც გითხარით, გენუელები უარზე არიან. დავა კვლავ გრძელდება და ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ დიდი შანსია ანდრეი შევჩენკომ პოლონეთის ნაკრები ჩაიბაროს. ამ თემაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და პოლონელთა თავკაცი წესით უკრაინელი გახდება.

რაც შეეხება ჯენოას, გუნდი სერია ა-ში გუნდი 13 ქულით მე-19 ადგილზეა და გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად 5 ქულა აშორებს. გენუელები უახლოეს მატჩს რომასთან გამართავენ.

Leave a comment

Your email address will not be published.