შევჩენკო სერია ა-ში? ჯერ არ დანიშნულა და 1,8 მილიონიო…

ცნობილმა ინსაიდერმა, იტალიელმა ჟურნალისტმა გადაწყვეტით თქვა: ანდრეი შევჩენკო ჯენოას მწვრთნელი გახდებაო… მეტიც, ხელფასიც დაასახელა – წელიწადში 1,8 მილიონ ევროზე და პლუს ბონუსებზე შეთანხმდნენო.

ჯერ ისაა ცნობილი, რომ ჯენოამ მთავარი მწვრთნელი ბალარდინი გაათავისუფლა. შევჩენკოს ამბავს კლუბი არ ადასტურებს.

ოქროს ბურთის მფლობელი უკრაინის ნაკრებს წვრთნიდა და საკმაოდ წარმატებულად: გუნდი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაიყვანა. შემდეგ ნაკრებიდან წავიდა. ჯენოა კი ცუდ დღეშია, სერია ა-ს 12 ტურში მხოლოდ ერთხელ მოიგო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *