“შეიძლება მოვმკვდარიყავი” – კონორს მანქანა დაეჯახა [VIDEO]
MMA-ს სუპერვარსკლავი, კონორ მაკგრეგორი, მშობლიურ ირლანდიაში ავარიაში მოხვდა. მაკგრეგორი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, როცა მას მანქანა შეეჯახა. მაკგრეგორმა ინციდენტის შემდეგ გადაღებული ვიდეო
ვიდეოში ისმის კონორის საუბარი, სადაც იგი ინციდენტის მეორე მონაწილეს ესაუბრება: “ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი რიგზეა – არ ინერვიულო. შეიძლება სულაც მოვმკვდარიყავი”. ვიდეოს კი ირლანდიელმა შემდეგი აღწერა დაურთო: “ახლახანს მანქანა უკნიდან დამეჯახა. მზე აცხუნებდა, მძღოლი ვერ მხედავდა და მთელი სისწრაფით შემეჯახა. ღმერთს მადლობა, რომ გადავრჩი.”
მოგვიანებით მაკგრეგორმა მიღებული დაზიანების ფოტოც გამოაქვეყნა.