მენი პაკიაოსთვის გუშინ წინ გამართული ბრძოლა, რომელშიც იორდენის უგასთან, მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხა, სავარაუდოდ ბოლო იყო. ლეგენდარული ფილიპინელი უკვე 42 წლისაა, მან პროფესიონალური კარიერის მანძილზე 72 ბრძოლის ჩატარება მოახერხა, საიდანაც 62-ში იმარჯვა, 8 დათმო, ხოლო 2 ფრედ დაასრულა. მისი და ფლოიდ მეივეზერის დაპირისპირება, ტრანსლაციების გაყიდვების მხრივ, კრივის ისტორიაში კვლავ პირველ პოზიციას იკავებს რეკორდული მაჩვენებლით – 4.6 მილიონი.
21 აგვისტოს გამართული ბრძოლა, პაკიაომ ასევე ვეტერან მოკრივესთან, კუბელ იორდენის უგასთან მსაჯების ერთობლივი გადაწყვეტილებით დათმო. სწორედ ამ მარცხის შემდეგ იასაუბრა ფილიპინელმა კარიერის შესაძლო დასრულებაზე:
“მომავალში შეიძლება ვეღარ ნახოთ მენი პაკიაოს ბრძოლა რინგზე, არ ვიცი… ამდენი ათწლეულის მანძილზე, ბედნიერი ვარ რასაც კრივში ვაკეთებდი. ამ დროის მანძილზე მე წვლილი შევიტანე, კრივი, როგორც სპორტის, უმაღლეს დონეზე აყვანაში. რაც მთავარია, პატივი მიმეგო ჩემი ქვეყნისა და ხალხისთვის, ვამაყობ რომ ვარ ფილიპინელი. მადლობელი ვარ ჩემი გულშემატკივრების მთელი მსოფლიოს მაშტაბით”