“შემდეგი ბრძოლა ძალიან მალე, ნეიტ დიაზის წინააღმდეგ მექნება” – პორიე [VIDEO]

2022 წელს უკვე არაერთი საინტერესო ორთაბრძოლაა ჩანიშნული – ამ საის დიდი ალბათობით დასტინ პორიესა და ნეიტ დიაზის ბრძოლაც მიემატება. გუშინ გამოქვეყნებულ ტედი ატლასის პოდკასტზე, პორიემ სწორედ ამ ბრძოლაზე ისაუბრა:

“რამდენიმე დღის წინ ზარი მივიღე, დეტალების თქმა სამწუხაროდ არ შემიძლია – ეს ძალიან ახლო პერიოდის ბრძოლაა. ვერ ვიტან მოკლე დროში ბრძოლების აღებას, მაგრამ ახლა მზად ვარ ეს გავაკეთო. ჯერ კონტრაქტზე ხელი არ მოგვიწერია, მისგან ველოდებით პასუხს… დიახ ეს ნეიტ დიაზია და დრო 6 კვირაზე ნაკლები გვაქვს.”

ნეიტ დიაზი ოფიციალურად ბრძოლას ჯერ არ დათანხმებია, თუმცა გასული წლიდან მოყოლებული იგი აქტიურად იწვევს დასტინ პორიეს და ბოლოს გავრცელებულ თვითშიც აღნიშნა, რომ მას პორიესთან ბრძოლა რაც შეიძლება მალე სურს.

დასტინსა და ნეიტ დიაზს ბრძოლა აქამდეც ჰქონდათ ჩანიშნული – მათ 2018 წელს, UFC 230-ზე უნდა ებრძოლათ, თუმცა ჩხუბი პორიეს ტრავმის გამო ჩაიშალა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *