კრიშტიანუ რონალდუ რომ ერთ-ერთი ყველაზე ქველმოქმედი სპორტსმენია, ამაზე ბევრი დაიწერა და ბევრიც დაიწერება. იგი კვლავ გახდა მორიგი ქველმოქმედების ავტორი, ოღონდ შემთხვევით, დიახ შემთხვევით.
წლეულს 27 მარტს პორტუგალიის ნაკრები სერბეთის ეროვნულ გუნდს შეხვდა. აღნიშნულ მატჩში რონალდუს გოლი არ ჩაუთვალეს, რის გამოც გაბრაზდა და კაპიტნის სამკლაური ძირს მოისროლა. ეს სამკლაური სტადიონის მეხანძრემ აიღო, აუქციონზე 75 000 დოლარად გაყიდა და ამით 6 თვის გოგონას დაეხმარა, რომელსაც ოპერაცია სჭირდებოდა.
რაც შეეხება კრიშტიანუს ქველმოქმედებას, იგი არაერთხელ დახმარებია ბავშვებს, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, რონალდუ ყოველწლიურად სისხლს აბარებს.