ამ ფოტომ დღეს ბრიტანული პრესა მოიარა. კრიშტიანუ რონალდუმ ლამის შვილისტოლა თანაგუნდელს, ენტონი ელანგას შეაფურთხა. შემთხვევით თუ განზრახ, ამას რას გავიგებთ: რა თქმა უნდა, პორტუგალიელი ვარსკვლავი უარყოფს.
რონალდუ ძალიან გამწარებული იყო საუთჰემტონთან 1:1-ის შემდეგ. მანჩესტერ იუნაიტედმა ვერ მოიგო და თვითონაც ზედიზედ მეექვსე უგოლო თამაში ჩაატარა.
ისე, წინა თამაშში ჩანს მომენტი, როცა რონალდუმ ხელი გადაჰხვია ელანგას, ელაპარაკებოდა და ასე შევიდნენ გასახდელში.
რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედში რომ გადავიდა, ელანგა მხოლოდ ერთი წლისა იყო. ის შვედეთის მოქალაქეა, წითელმა ეშმაკებმა მალმიოდან წაიყვანეს, როცა ბიჭი 12 წლის იყო.
Daily Mail