შენგელიას მნიშვნელოვანი გოლი და ლიუვენის მოგება (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატში 26-ე ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ოოსტენდმა ლიუვენს უმასპინძლა, რომლის ღირსებასაც ლევან შენგელია იცავს. მატჩი სტუმართა სასარგებლოდ 3:1 დასრულდა და პირველი გოლი სწორედ ჩვენებურმა გაიტანა.

შენგელია ძირითად შემადგენლობაში იყო და 80-ე წუთზე შეცვალეს. ლევანს ზაფხულის მერე არ ჰქონდა შეგდებული, იგი ძირითდის მოთამაშედ ნაკლებად ითვლება და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს გოლი მას ძალიან დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ნახევარმცველი ლიუვენს შარშან ზაფხულში შეუერთდა. ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მან 14 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

რაც შეეხებაა ლიუვენს, გუნდი ჩემპიონატში 30 ქულით მე-12 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას გენკთან ჩაატარებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *