შენგელიას სხვებმაც მიბაძეს – რუსულ კლუბებს ლეგიონერები ტოვებენ

რუსეთი აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს უკრაინის ტერიოტრიაზე. ამ მოვლენით უკმაყოფილო ლეგიონერი კალათბურთელები პროტესტის ნიშნად ტოვებენ რუსულ კლუბებს. თორნიკე შენგელიამ უკვე დატოვა რუსული არმიული კლუბი “მოსკოვის ც.ს.კ.ა”, ასევე მოიქცა მისივე ლიეტუველი თანაგუნდელი მარიუს გრიგონისი. სანკტ-პეტერბურგის “ზენიტში” თამაშზე უარს აცხადებს შაბაზ ნაპიერი.

“ც.სკ.ა”-ს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია,რომ კლუბი არანაირ ბარიერს არ შეუქმნის ქართველ ფორვარდ თორნიკე შენგელიას, რომელმაც გადაწყვიტა გამწვავებული პოლიტიკური ფონის გამო აღარ იასპარეზოს რუსულ არმიულ კლუბში. კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაუქმდება და საქართველოს ნაკრების კაპიტანი თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს.

null

“ც.ს.კ.ა”-ს კიდევ ერთი ლეგიონერი ტოვებს – მარიუს გრიგონისი. მიზეზი აქაც ანალოგიურია – რუსეთის შეჭრა უკრაინაში და გამწვავებული პოლიტიკური სიტუაცია. “Metaratings”-ის ინფორმაციით მარიუსზე ზეწოლა ლიეტუვას მთავრობამ მოახდინა, თუმცა ეს ინფორმაცია მხოლოდ ვარაუდის დონეზეა.

null

დანაკლისი აქვს სანკტ-პეტერბურგის გუნდ “ზენიტსაც” – გუნდი უკვე დატოვა ამერიკელმა გამთამაშებელმა შაბაზ ნაპიერმა, რომელიც აღარ აპირებს ოკუპანტ ქვეყანაში კალათბურთის სათამაშოდ დარჩენას.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *