UFC-ს მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კარიერის დასრულების შემდეგ საბრძოლო ორგანიზაცია Gorilla FC შეიძინა, რებრენდინგი გაუკეთა და აწ უკვე Eagle FC-ს სათავეში ჩაუდგა. აღსანიშნავია, რომ ნურმაგომედოვი ორგანიზაციას დიდ ყურადღებას აქცევს, უზარმაზარ ინვესტიციებსაც დევს და შედეგიც სახეზეა. მან არაერთი UFC-ს მებრძოლი გადმოიფორმა Eagle FC-ში და ორგანიზაციის პოპულარობაც დღითიდღე იძრდება.
ამ ამბების პარალელურად, იუთუბიდან კრივში წასულმა ჯეიკ პოლმა, დაანონსა რომ მალე MMA-ში აპირებს ძალების მოსინჯვას. თავდაპირველად მან ხაბიბთან და მის გუნდთან ვარჯიშის სურვილი გამოთქვა. ხაბიბმა კი ჯეიკი საბრძოლველად მის ორგანიზაციაში მოიპატიჟა: “Eagle FC-ს კარები შენთვის და შენი გუნდისთვის ყოველთვის ღიაა.”
the doors of @EagleFightClub always open for you and your team.
— khabib nurmagomedov (@TeamKhabib) January 23, 2022
ხაბიბის შემოთავაზებას ახალგაზრდა მოკრივემ შემდეგნაირად უპასუხა: “შევთანხმდით, ოღონდ მხოლოდ იმ პირობით, თუ პირველს შენ შეგებრძოლები”.
по рукам. только если я буду драться с тобой первым.
deal. only if I fight you first. https://t.co/4oRAZq8Ez3
— Jake Paul (@jakepaul) January 23, 2022