ატლეტიკომ ამჯერად სევილიასთან წააგო (1:2) და ესპანურ პრესაში უკვე თამამად წერენ, რომ დიეგო სიმეონე ძველებურად ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას. ატლეტიკო ცუდ სეზონს ატარებს და ჩანს, გუნდი იმდენს აღარ დარბის, იმდენად აღარ აპრესინგებს, იმდენჯერ აღარ იბრძვის…
ამას დაემატა ლუის სუარესის სუსტი თამაში და არა მხოლოდ. პრესა სიმეონე-სუარესის კონფლიქტზე წერს.
სევილიასთან მატჩის დროს სიმეონემ ურუგვაელი შეცვალა. სუარესმა კი იყვირა:
„ნეხ.. გროვა. შენ არასოდეს არ იცვლები“.