“შენ მოსიარულე ტიტანი ხარ” – დევონ ლარატი საგინაშვილთან მარცხის შემდეგ

ლევან საგინაშვილმა დუბაიში გამართულ King of the Table 4-ზე, მკლავჭიდის ლეგენდას დევონ ლარატს შეებრძოლა და უშანსოდ 6:0 გაანადგურა. ქართველის ბრუტალურ გამარჯვებას, მისი მეტოქე გამოეხმაურა და ლევანის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“დილა მშვიდობის. გუშინ ნამდვილად გიჟური ღამე იყო. მინდოდა მატჩის შესახებ ცოტაოდენი რამ მეთქვა და მივმართო ჩემს გულშემატკივრებს. დიდი მადლობა ყველას, ვისაც ჩემი სჯეროდა და მგულშემატკივრობდა. ძალიან ვწუხვარ თუ თანხა წაგაგებინეთ(იცინის), მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ მე ჩემი მაქსიმალური ძალიხსმევა ჩავდე, მაგრამ ბოდიში შედეგის გამო.

რაც შეეხება ჩემს მეტოქეს, ლევან საგინაშვილს, უბრალოდ ვაუ. მსგავსი რამ არასდროს მიგრძვნია. და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ვიცი რომ მაქსიმალურად მზად ვიყავი, ამიტომაც ჩემპიონის მიმართ პატივისცემის გარდა სხვა არაფერი მაქვს. ლევანი ახალი ჩემპიონია, მემკვიდრეობითი უროს მფლობელი, მსოფლიოს #1 მკლავჭიდელი და ძალიან მხიარული და მაგარი ბიჭი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ლევან საგინაშვილთან ვიბრძოლე, და მქონდა პატივი წარმომედგინა ჩრდილოეთ ამერიკა. მაგრამ… შენ მოსიარულე ტიტანი ხარ, დედამიწის ნამდვილი ტიტანი, და დიახ მართალია შენ ხელი დამიზიანე, მაგრამ მე სრულიად კმაყოფილი ვარ, ეს ყველაფერი ნამდვილად ღირდა. სხვაგვარად არც ვისურვებდი.” – აცხადებს დევონ ლარატი გამოქვეყნებულ ვიდეოში.

Leave a comment

Your email address will not be published.