28 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში ტირასპოლის შერიფი მადრიდში, რეალს ეწვევა.
ბრაზილიელი ენრიკე ლუვანორისა და უკრაინელი ანდრეი ბეზლიჩენკოს წასვლის შემდეგ, გუნდში ვაკანსიები გაჩნდა და მათ სასწრაფოდ ნიგერის ნაკრების ნახევარმცველი, აბდულ მომუნი და განელი აბდულ ჰალიდი დაიმატეს.
ახლა შერიფში 24 ლეგიონერია, რომლებიც 18 ქვეყანას წარმოადგენენ. ყველაზე მეტი ბერძნები და ბრაზილიელები არაიან – სამ-სამი.
შეგახსენებთ, რომ დირექტორი გუნდის ოდინდელი ვარსკვლავი, ჩვენი ვაჟა თარხნიშვილია.
შერიფი წლეულს ისტორიაში პირველად მოხვდა ჩემპიონთა ლიგაზე და პირველ ტურში შინ უკრაინული შახტარი დაამარცხა – 2:0.