შერმადინის 11 ქულა ოვერტაიმში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-16 რაუნდის მატჩის რანგში “სარაგოსამ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ტენერიფეს”. სტუმართა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ გიორგი შერმადინი.

null

ქართველმა ცენტრმა საწყის 6 წუთში 6 ქულის აღება მოახერხა და ერთერთი ყველაზე აქტიური გახლდათ მოედანზე. მისი დახმარებით “ტენერიფემ” პირველი მეოთხედი 8 ქულიანი ჰანდიკაპით მოიგო 24-16.

მეორე პერიოდში “სარაგოსას” ცენტრმა – ჰლინასონმა აიღო საკუთარ თავზე ლიდერობა და არაერთი მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო სტუმართა კალათში. საპასუხოდ, იდეალურად ირჯებოდა კუნძულელთა უკანა ხაზელი ხაიმე ფერნანდესი, რომელმაც თავისი მაღალი სისწრაფის ფონზე არაერთი შეტევა დაამთავრა ზუსტად.

null

მეორე ტაიმის სტარტზე “ტენერიფე” გაიქცა წინ ანგარიშში და სტუმართა უპირატესობამ +14 შეადგინა. თითქოს ყველაფერი დასრულდა და “სარაგოსას” შეხვედრა წაგებული ქონდა, თუმცა არა… მასპინძლები არ დანებდნენ, სანტი იუსტას ზუსტი სროლების ფონზე, ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრეს 73-73.

სტუმრებმა თამაშში ბურთი უხეიროდ შემოიტანეს და იქვე დაკარგეს – “სარაგოსამ” შანსი მიიღო ძირითად დროშივე მოეგო ეს მატჩი, თუმცა ჰოვარდმა ვერ ჩააგდო.

ოვერტაიმი შერმადინის ბენეფისად იქცა – ქართველმა ცენტრმა დამატებით 5 წუთეულში 11 ქულა , 1 პასი, 2 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. გიორგის ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე “ტენერიფემ” მატჩი 87-83 მოიგო და სეზონში რიგით მე-12 გამარჯვება იზეიმა.

სარაგოსა – ტენერიფე 83:87 OT (16:24, 17:18, 17:15, 23:16, 10:14)

სარაგოსა: ჰლინასონი (24), იუსტა (13), რაიტი (12), სენტ-როსი(10), სიმანიჩი (2) – სასტარტო; ჯესაპი (13 + 9 მოხსნა), იოვიჩი (7), მარა (2), გარსია (0), ხიმენეზი (0).

ტენერიფე: შერმადინი (21 ქულა+4 მოხსნა+4 პასი+1 დაფარება, მარგი ქმედება +31), სალინი (11), დორენკამპი (8), უერტასი (4 + 5 დაკარგვა), სასტრე (3) – სასტარტო; ფერნანდესი (18 + 8 მოხსნა), ფიტიპალდო (15), აბრომაიტისი (5), გერრა (2), დიანე (0).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *