შერმადინმა და მისმა “ტენერიფემ” სეზონი დაასრულეს

წარუმატებელი გამოდგა 2022 წლის პლეიოფის სტადია გიორგი შერმადინის “ტენერიფესთვის”. კლუბი ესპანეთის ჩემპიონატის პლეიოფს პირველივე რაუნდიდან გამოეთიშა, წააგო რა სერია 1:2 “ხუვენტუდთან”.

null

ორი გამართული შეხვედრის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო – ორივე შემთხვევაში მასპინძელმა გუნდმა შეძლო გამარჯვების მოპოვება.

სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი კი “ხუვენტუდის” საშნაო არენაზე იმართებოდა.

“ტენერიფემ” პირველი მეოთხედი კატასტროფულად ჩაატარა – თრუს ვიდორეტას გაწვრთნილმა გუნდმა 9:30 წუთის განმავლობაში მხოლოდ 2 ქულის აღება მოახერხა და დიდი სხვაობით ჩამორჩა მეტოქეს. პერიოდის უკანასკნელ წამებზე სასუ სალინმა მარცხენა კუთხიდან ჩააგდო სამქულიანი და ოდნავ “შეალამაზა” ანგარიში.

ანტე ტომიჩის(17 ქულა, 11 მოხსნა) და ანდრე ფელიზის(16 ქულა) ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე “ხუვენტუდმა” კიდევ უფრო გაზარდა საკუთარი ჰანდიკაპი და პირველი ტაიმი 38:22 მოიგო.

null

“ტენერიფეს” არც მეორე ტაიმში გამოუვიდა არაფერი – გუნდი საკმაოდ “მძიმედ” გამოიყურებოდა. “კუნძულელები” განსაკუთრებით 3 წამიან ზონაში დაიჩაგრნენ, რადგან მეტოქემ მათზე 18-ით მეტი მოხსნა განახორციელა (50-32).

20 წუთზე ოდნავ მეტი ითამაშა სტუმართა ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა, რომელმაც შეხვედრა 8 ქულით და 9 მოხსნით დაასრულა. “შერმინატორმა” 3-დან 2 ორქულიანი ჩაგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან შეუცდომელი იყო 4-ში 4.

მასპინძლებმა სტუმრებს ოთხივე მეოთხედი მოუგეს (13:5, 25:17, 22:18, 21:18) და საკმაოდ მარტივი გამარჯვებაც იზეიმეს 81:58.

“ხუვენტუდი” ესპანეთის ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე რეგულარულის ჩემპიონი “ბარსელონა იქნება. საპლეიოფო სერია ამჯერად 3 მოგებამდე იქნება. მეორე ნახევარფინალში “რეალი” “ბასკონიას” დაუპირისპირდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *