შესანიშნავი ლივერპული და მებრძოლი, მაგრამ დამარცხებული ატლეტიკო – ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა. დღეს მესამე ტურის პირველი სათამაშო დღე იყო, სადაც 8 მატჩი ჩატარდა.

დღევანდელი დღის ცენტრალური მატჩი მადრიდში ვანდა მეტროპოლიტანოზე გაიმართა, სადაც ატლეტიკომ ლივერპულს უმასპინძლა და შეხვედრა 2:3 დათმო. სტუმრებმა მატჩი შესანიშნავად დაიწყეს და შედეგიც მალე მიიღეს. მე-8 წუთზე სალაჰმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, 3 მეტოქე მოატყუა, დაარტყა და მილნერმა ბურთა მიმართულება შეუცვალა, რის შედეგადაც ანგარიში გაიხსნა. 5 წუთში ნაბი კეიტამ საჯარიმოს მისადგომებიდან მშვენიერი დარტყმით შეაგდო.

ატლეტიკო 0:2-ს აგებდა და ლივერპული კვლავ უტევდა, თუმცა სიმეონეს გუნდი არ გატყდა. მე-20 წუთზე კოკეს დარტყმის შემდეგ, ბურთი გრიზმანს მოხვდა და ანგარიშში სხვაობა შემცირდა, 34-ე წუთზე ანტუანი საჯარიმოში შევიდა და დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმი ატლეტიკოსთვის ცუდად დაიწყო. დუბლის ავტორი ანტუან გრიზმანი 52-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს და ატლეტიკო 10 კაცით დარჩა. უპირატესობას კვლავ ლივერპული დაეუფლა და 3 ქულის მომტანი გოლი გაიტანა. 78-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა 11 მეტრიანი უნაკლოდ შეასრულა და მორიგი ბურთი შეაგდო. შემდეგ ტურში კვლავ ეს გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს, ოღონდ ენფილდზე. ლივერპული 9 ქულით ცხრილის სათავეშია, ატლეტიკო კი 4 ქულით მეორეზეა.

დანარჩენი მატჩებიდან პსჟ-მ ლაიფციგს 3:2 მოუგო, ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ლეო მესიმ, რომელმაც დუბლი შეასრულა. ამავე ჯგუფში მანჩესტერ სიტიმ ბრიუგე 5:1 გაანადგურა, სპორტინგი ბეშიქთაშს ეწვია და 4:1 იმარჯვა, 1:0 დასრულდა პორტუსა და მილანის მატჩი, რეალმა შახტარი 5:0 გაანადგურა, 3:1 მოიგო ინტერმა, რომელმაც შერიფს უმასპინძლა, აიაქსის და დორტმუნდის მატჩი კი 4:0 დასრულდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *