კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა. მანჩესტერი 3:2 ატალანტას შეხვედრაში პორტუგალიელმა გოლი გაიტანა და ამ ტურნირზე 38-ე გუნდს შეუგდო, რაც რეკორდია.
ჩემპიონთა ლიგაში 37 გუნდისთვის გატანილი გოლებით მეორეზე ლეო მესია. არგენტინელისთვის 37-ე გუნდი ლაიფციგი აღმოჩნდა, რომელსაც 2 დღის წინ გაუტანა.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ 137 გოლით ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, მეორე პოზიციაზე კი 123 გოლით ლეო მესი გახლავთ.