შეუძლებელია… ლობჟანიძის ჰათაისფორი ამ სეზონში აღარ ითამაშებს

ჰათაისფორი, სადაც საბა ლობჟანიძე თამაშობს, თურქეთის ჩემპიონატის ამ სეზონში აღარ მიიღებს მონაწილეობას. ჯერ ნახევარი სეზონი წინაა, მაგრამ კლუბმა ასე გადაწყვიტა… მიზეზი, რა თქმა უნდა, საშინელი დამანგრეველი 7,8-ბალიანი მიწისძვრაა თურქეთისა და სირიის ტერიტორიაზე.

ჰათაის პროვინციაში (სირიის საზღვართან) უამრავი ადამიანი დაიღუპა და კლუბმა სპორტული და მორალური თვალსაზრისითაც შეუძლებლად ჩათვალა უახლოეს პერიოდში თამაში.

ჯერ უცნობია, ფეხბურთელებს დროებით სხვაგან მიეცემათ თამაშის უფლება თუ არა.

აი, რა განაცხადა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მეჰმეტ ბიუკეკშიმ: „სეზონი მოგვიანებით, 3-4 მარტს განახლდება. ჰათაისფორმა წერილობით გვაცნობა, რომ ჩემპიონატში ვეღარ ითამაშებს. ასევეა გაზიანთეფიც. სუპერლიგას 17 გუნდით გავაგრძელებთ, ჰათაისფორი და გაზიანთეფი არ გავარდებიან, მომდევნო სეზონს სუპერლიგაში დაიწყებენ“  (TRT Spor)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *