შეუძლებელი არაფერია

ტურინის იუვენტუსის არგენტინელმა თავდამსხმელმა ანხელ დი მარიამ სერია A-ში გუნდისთვის 15 ქულის ჩამოკლებაზე კომენტარი გააკეთა.

„ძნელია მოულოდნელად 15 ქულის დაკარგვა, მაგრამ თუ იმავე შემართებით გავაგრძელებთ თამაშს, შეგვიძლია რაღაც გამორჩეულს მივაღწიოთ. შეუძლებელი არაფერია, ეს არის ძლიერი გუნდი, გამარჯვებულის მენტალიტეტით.

იუვენტუსს" ანხელ დი მარია გამოაკლდა

იუვენტუსი წარსულშიც დასაჯეს, მაგრამ კვლავ ამაღლდა. მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ მუშაობა და დარჩეთ ერთიანები, მათ შორის, გულშემატკივრების დახმარებით“.

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსს ფინანსური თაღლითობის გამო იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 15 ქულა ჩამოართვეს. ტურინელმა ფუნქციონერები, რომლებიც ადრე გუნდში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდნენ, ფეხბურთს დროებით ჩამოაშორეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *