ზუსტად 24 წლის წინ, 1998 წლის 17 იანვარს პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ნიუკასლი ბოლტონს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაში კაჭკაჭთა ქართველმა ლეგიონერმა თემურ ქეცბაიამ გაიტანა და გოლი საკმაოდ ემოციურად აღნიშნა. მოსროლილი მაისურა, ბანერზე ფეხის რტყმა, ყვირილი… ქეცბაიას ამ გოლის აღნიშვნა, პრემიერლიგის ისტორიაში გამორჩეულ აღნიშვნებშია შესული. “შეშლილი გოლი” – სწორედ ასე დაასათაურა ნიუკასლის ფანების ფეისბუქ გვერდმა ქეცბაიას გოლი რამდენიმე წლის წინ გახსენებისას.
იმ ხანად თემურს ინგლისურ გუნდში ცოტა სათამაშო დრო ეძლეოდა. სწორედ ამ სიბრაზისგან გამოწვეული იყო ის აღნიშვნა, რომელზეც ვსაუბრობთ.
თემურ ქეცბაია ნიუკასლში 1997-2000 წლებში თამაშობდა. სწორედ ქეცბაიას მიერ ხორვატული კროაციას კარში გატანილი გადამწყვეტი გოლით გავიდა ნიუკასლი პირველად ჩემპიონთა ლიგაში 1998 წელს.
თემურ ქეცბაია ამჟამად ანორთოსისის მთავარი მწვრთნელია. შეგახსენებთ, რომ შარშან მან გიორგი ლორიასთან, ბუბა დაუშვილთან, თორნიკე ოქრიაშვილთან და გიორგი ქვილითაიასთან ერთად კვიპროსის თასი მოიგო. ამჟამად ქართველებიდან ქეცბაიას გუნდში მხოლოდ ლორია დარჩა, დანარჩენი სამეული კი აპოელში თამაშობს.