შეშლილი! 37-ჯერ…

მეტსახელად El Loco, ანუ შეშლილი. ურუგვაელმა სებასტიან აბრეუმ, სავარაუდოდ, დაასრულა ფეხბურთელის კარიერა. ბოლივიის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის, ოლვეის რიდის (ასე ჰქვია) მენეჯერად დაინიშნა. აბრეუ 45 წლისაა.

ის არ იყო ლუის სუარესის, ედინსონ კავანისა და დიეგო ფორლანის დონის, მაგრამ მაინც მაგარი ფეხბურთელი გახლდათ. 26 სანაკრებო გოლი, სამ მუნდიალზე თამაში.

კარიერაში 37-ჯერ შეიცვალა კლუბი! აქედან 32 სხვადასხვა კლუბში იყო.ანუ, პერიოდულად ბრუნდებოდა ყოფილ გუნდებში. მეტწილად სამშობლოში, კიდევ, არგენტინის, ბრაზილიის, კოლუმბიის, ჩილეს და მექსიკის ჩემპიონატებში თამაშობდა. ევროპაში მხოლოდ ორი სეზონი გაატარა, ისიც არასრული: დეპორტივოსა და სოსიედადში იყო.

ვინ იცის, გადაიფიქროს და კიდევ დაბრუნდეს მოედანზე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *