შვაინშტაიგერი: დე ხეა ხშირად მეკითხებოდა სჯობდა თუ არ ნოიერს, პასუხი უცვლელი იყო

მიუნხენის ბაიერნის და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა დავიდ დე ხეაზე ისაუბრა. გერმანელმა გაიხსენა, რომ დე ხეა ხშირად ერთ კითხვას უსვამდა პასუხი კი უცვლელი იყო.

“როცა მანჩესტერში გადავედი დე ხეამ მკითხა იყო თუ არა ნოიერზე უკეთესი, მე კი ვუთხარი რომ არა. ის ამან ძალიან გააბრაზა. დე ხეა ყოველი წარმატებული მატჩის შემდეგ იგივეს მეკითხებოდა და ჩემი პასუხი უცვლელი იყო. შემდეგ ვუხსნიდი თუ რატომ სჯობდა ნოიერი დე ხეას.”-ციტირებს გერმანელის სიტყვებს BBC.

შვაინშტაიგერი 2002-15 წლებში მიუნხენის ბაიერნის ღირსებას იცავდა და გუნდის ლეგენდა გახლდათ. 2015 წელს გერმანელმა მანჩესტერს მიაშურა, სადაც წელიწად-ნახევარი დაჰყო. შვაინშტიგერმა კარიერა 2019 წელს ჩიკაგოში დაასრულა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *