არგენტინის ქალაქ კორდობაში გრძელდება ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ბადეში პირველ ნომრად განთესილმა დიეგო შვარცმანმა დაძაბულ ბრძოლაში 3:6 6:0 7:5 სძლია დანიელ ელაჰი გალან რივეროსს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის სტარტი კოლუმბიელს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. დიეგო ცდა არ დააკლო უკუბრეიკის შესრულებას, თუმცა არგენტინელს ბევრი არაფერი გამოუვიდა და 43 წუთში 3:6 წააგო.
პარტიის წაგებამ ძალიან გააბრაზა არგენტინელი – შვარცმანი საუცხოოდ ათამაშდა და მეორე სეტი მშრალი ანგარიშით – 6:0 მოიგო.
მესამე, გადამწყვეტი პარტიის სტარტზე ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს და თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. 4:3-ზე დიეგომ ბრეიკი შეასრულა და მატჩზე ჩაწოდების უფელბა მოიპოვა.
კოლუმბიელმა გაიბრძოლა და დროული უკუბრეიკი შეასრულა 5-5.
როგორც ჩანს, დანიელმა სრული ძალები მიახარჯა მეტოქის ჩაწოდების მოგებას და 5-5-დან ზედიზედ 2 გეიმის წაგებიტ მატჩიც დათმო.
შეხვედრა 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში არგენტინელის ანგარიშზე 3 ეისი, 7 ორმაგი შეცდომა და 6 ბრეიკი იყო. თავისმხრივ ელანმა 2 ეისის წილ 2 ორმაგი დაუშვა და სამჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება.
ტურნირის ნახევარფინალში შვარცმანის მომდევნო მეტოქე ალეხანდრო ტაბილო იქნება. ჩილელმა ჩოგბურთელმა 1/4 ფინალურ სტადიაზე 6:1 7:6 სძლია სებასტიან ბაეზს.