შვება!.. ჩაკვეტაძეს საუკეთესო ფეხები აქვს

„ასეთი ფეხბურთელი რომ გყავს, შვებაა“ – ეს გენტის მწვრთნელ ჰეინ ვანჰაზებრუკის სიტყვებია.

მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა, რომელიც გენტი-სერკლ ბრიუგეს მატჩის (2:1) საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

„გიორგის პროგრესისთვის დრო და საშუალება კიდევ აქვს. ფიზიკურად შეუძლია გაძლიერდეს.

…მას საუკეთესო ფეხები აქვს გუნდში. უნდა ათამაშო მხოლოდ მაშინ, როცა მზადაა. ის ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მოდის. ამდენი ტრავმის შემდეგ მისი დონე მაკმაყოფილებს“ (voetbalprimeur)

ვანჰაზებრუკი ძლიერი მწვრთნელია. თავუს დროზე გენტი ბელგიის ჩემპიონობამდე მიიყვანა. იცის, რომ ჩაკვეტაძეს ახლა მხარდაჭერა სჭირდება და ზედიზედ მეორე მატჩია, გამოარჩევს. ფსიქოლოგია…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *