შვედეთის მწვრთნელი – ჰოთ-დოგის ცნობილი და დიპლომიანი ფანი

11 ნოემბერს საქართველო-შვედეთია… ახლა შვედეთის ნაკრების მწვრთნელ იანე ანდერსონის უცნაურ თავგადასავალზე დავწერთ. მან წლეულს დიპლომი მიიღო ჰოთ-დოგისადმი სიყვარულისთვის. ეს არაა ხუმრობა. ანდერსონი ყველა სტადიონზე სინჯავს ჰოთ-დოგს და არც ბათუმში მოიკლებს…

ეს ტრადიცია ჯერ კიდევ მშობლიურ ჰალმშტადში მუშაობისას დაუწყია. შვედეთში ძეხვისა და სოსისის დამამზადებელმა ქარხანამ ანდერსონს დიპლომი გადასცა პროდუქციის პოპულარიზაციისთვის. დიპლომის გარდა, პრიზსაც გადასცემენ.

ანდერსონი: „ეს მშვენიერია. გახარებული ვარ! თუ გავითვალისწინებთ, რამდენი სოსისი ვჭამე წლების განმავლობაში, მართლაც გამორჩეული წარმომადგენელი ვარ. ვერც დავითვლი, იმდენ სტადიონზე ვარ ნამყოფი და სადაც არ უნდა მივიდე, ყველგან ვკითხულობ ჰოთ-დოგს. მსაჯის სასტარტო სასტვენამდე აუცილებლად მივირთმევ, მერე კი მატჩიც იწყება“.

ანდერსონი პრესკონფერენციებზეც საქმეშია… მისი ჰოთ-დოგისადმი სიყვარული საფეხბურთო სამყაროში 2009 წლიდან „ფიქსირდება“.

როგორც მწვრთნელს, იანე ანდერსონს ძალიან კარგი შედეგები აქვს: შვედეთი ზედიზედ მეორედ გაიყვანა დიდი ფორუმის მეოტხედფინალში. მსოფლიოზეც, ევროპაზეც…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *