შვიდკაცა ბორჯღალოსნების წარუმატებლობა ლისაბონში

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ რაგბი ევროპიც ჩემპიონატის პირველ ეტაპზე წარუმატებლად იასპარეზა. ჩვენმა გუნდმა ხუთიდან მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და ათ გუნდს შორის მე-9 ადგილზე გავიდა.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა, რომელსაც გია ლაბაძე და ბესიკ ხამაშურიძე წვრთნის, ოთხი მატჩი გამართა და ოთხივე წააგო. პირველი მატჩი პორტუგალისათან გვქონდა და 12:19 დამვთმეთ. მერე მოულოდნელად წავაგეთ ბელგიასთან – 7:14. დიდი ანგარიშით დავმარცხდით ესპანეთთან – 7:38 და კიდევ უფრო მოულოდნელად დავთმეთ მატჩი ჩეხეთთან – 12:24. ამდენად ჩვენი გუნდი ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა და მხოლოდ მე-9 ადგილისთვის ბრძოლის უფლება მიიღო. აქ მეტოქე პოლონეთის ნაკრები იყო, რომელსაც 27:12 ვძლიეთ და ბოლო ადგილს გადავრჩით.

მომდევნო ეტაპზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები ერთი კვირის თავზე, სწორედ პოლონეთში, კრაკოვში იასპარეზებს.

 

Leave a comment

Your email address will not be published.