შვიდკაცა ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები 13-კაციანი შემადგენლობით ლისაბონში გაემგზავრა, სადაც 25-26 ივნისს რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ითამაშებს.

წლელის ჩემპიონატი ორ ეტაპად იმართება და მასში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნარები A ჯგუფში ესპანეთის, პორტუგალიის, ჩეხეთის და ბელგიის ნაკრებებთან მოხვდა, B ჯგუფში კი, გერმანიის, ლიეტუვას, იტალიის, პოლონეთის და საფრანგეთის გუნდები ითამაშებენ.

ჩვენი ნაკრები 25 ივნისს პორტუგალიას, ბელგიას და ესპანეთს შეხვდება, ჯგუფურ ეტაპს 26-ში ჩეხეთთან დაასრულებს, რის შემდეგაც დაკავებული ადგილის მიხედვით ფლეი ოფში ითამაშებს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს პოლონეთი, კრაკოვი მასპინძლობს. 16-17 ივლისს კი, მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი რუმინეთში, ბუქარესტში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები
თემურ კოხოძე, ირაკლი სიმსივე (ორივე-აია), გიორგი კოშაძე, პაატა ბურჭულაძე, ლევან ნარიმანიძე (სამივე-ხარები), ნიკოლოზ გიგაური, ლევან ქუშაშვილი (ორივე-ყაზბეგი), გიორგი ჯობავა (ხვამლი), იაგო ხაბულიანი (არესი), ლადო მიმინოშვილი, გიორგი გელაშვილი (ორივე-არმია), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), ხვიჩა ჯგერენაია (ტიმიშოარა)

Leave a comment

Your email address will not be published.