შვიდკაცა ბორჯღალოსნები მსოფლიოს სერიის მიღმა დარჩნენ

საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები ჩილეში დასრულებულ მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირის ფინალში ურუგვაისთან 5:19 დამარცხდა და საგზური სამხრეთამერიკელებს დაუთმო.

იქამდე, შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა ნახევარფინალში მასპინძელი ჩილე დაამარცხეს 31:14. ფინალი ჩვენი გუნდისთვის უიღბლოდ დაიწყო. მატჩის ფიჯელმა არბიტრმა, ორი ქართველი მორაგბე გაასონბინა და ოთხი წუთის განმავლობაში კაცნაკლულნი ვთამაშობდით. სწორედ ამ პერიოდში გადაწყდა მატჩის ბედიც. ურუგვაელებმა ორი ლელო გაიტანეს, რომელთაგან ერთი გარდასახეს და ტაიმი 12:0 მოიგეს.

შესვენების შემდეგ, გუნდებმა ლელოები გაცვალეს და, საბოლოოდ, როგორც უკვე ვთქვით, გამარჯვება მეტოქეს დარჩა. შვიდკაცა ბორჯღალოსნები კი, მსოფლიოს სერიის მიღმ დარჩნენ.

Leave a comment

Your email address will not be published.