დუბაიში მიმდინარე 7-კაცა რაგბის ტურნირზე Dubai international open-ზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა. ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ტურნირში ჯერ North west barbarians დაამარცხა – 31:0. მერე კი, Mauritius rugby-ს მოუგო – 31:19. მესამე შეხვედრაში SAA ALL STARS 7S ACADEMY-სთან 14:24 დამარცხდა.
პლეი ოფი ჩვენმა გუნდმა დაუმარცხებლად განვლო. მეოთხედფინალში ვაივერნ ჰარლიქვინზი დავამარცხეთ 15:5. ნახევარფინალი და ფინალი კი, უკიდურესად დაძაბული გამოდგა. ნახევარფინალში ჩვენმა ნაკრებმა რაინოს რაგბის მოუგო 19:17. ფინალში კი, ვაილდ დოგს რაგბის მინიმალური სხვაობით სძლია 22:21.
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ქალთა ნაკრებმა მეოთხედფინალში რაინოს რაგბისთან 5:36 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.