შოთამ რუნისთან წააგო

ჰალ სიტიმ ინგლისის ჩემპიონშიფში შოთა არველაძის ხელმძღვანელობით მე-3 მატჩი გამართა. ქართველის გუნდი უეინ რუნის დამოძღვრილ დების ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. დერბიმ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, მესამე ბურთი მეორე ნახევრის დასაწყისში შეაგდო, 1 ბურთი კი ავტოგოლით გაიქვითა.

ჰალ სიტი 32 ქულით მე-19 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას ფულჰემთან ჩაატარებს. რაც შეეხებათ რუნის და დერბის, ქაუნთი 18 ქულით 23 პოზიციას იკავებს და მომდევნო ტურში მიდლსბროს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ არველაძემ ჰალ სიტი 27 იანვარს ჩაიბარა. შოთამ ჰალთან ერთად პირველ მატჩში სუონსის 2:0 მოუგო, შემდეგ პრესტონთან 0:1 წააგო და ბოლოს როგორც გითხარით, დერბისთან 1:3 დამარცხდა.

Leave a comment

Your email address will not be published.