შოთა არველაძემ დინამოელები ავარჯიშა (video)

შოთა არველაძემ თბილისის დინამოს აკადემიაში, დინამოს 17-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელებს გაუზიარა თავისი გამოცდილება. მან მთავარ მწვრთნელ ვახტანგ იაგორაშვილთან ერთად ჩაატარა ვარჯიში…

როგორც იცით, არველაძე შარშან წამოვიდა ტაშკენტის ფახთაქორიდან. მას შემდეგ მწვრთნელად არ უმუშავია.

აი, ეს დაწერა სოციალურ ქსელში:

„თითქმის 9 თვეა მინდორზე არ გავსულვარ და მიხარია, რომ დინამოს აკადემიაში, 17 წლამდე გუნდის მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან ერთად, ვარჯიშის ჩატარების შესაძლებლობა მომეცა. მოედანზე მათთან ერთად ყოფნა სასიამოვნო იყო და ემოციურად დიდი შევსება მივიღე.

ამ თაობას და განსაკუთრებით მოზარდებს, იმაზე მეტს უნდა ვთავაზობდეთ, ვიდრე დღეს ვახერხებთ. ნიჭიერ ადამიანებს უფრო დიდი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ და ფეხბურთშიც ასეა – უფრო მეტი უნდა შევთავაზოთ და განვითარების მეტი შანსი მივცეთ. მადლობას ვუხდი მთავარ მწვრთნელს, ვახო იაგორაშვილს და გუნდის ხელმძღვანელებს რომ აკადემიაში ყოფნის და ვარჯიშში ჩართვის შესაძლებლობა მქონდა. მადლობა ბიჭებს ვარჯიშისთვის და ველოდები მათ დიდ ნაბიჯებს დიდი ფეხბურთისკენ!“

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *