შოთა არველაძე: ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე მოსწონს ვინმეს ეს თუ არა

ტელეკომპანია იმედის გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლევან კობიაშვილმა ნაკრების ბოლო 3 მატჩი მიმოიხილა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საუბრისას იმ ადამიანებზეც ისაუბრა, რომლებმაც ეროვნული გუნდი გააკრიტიკეს, მათ შორის შოთა არველაძე გახლდათ. 

შენს საქმეს მიხედე, რას პროფესორობ. როცა შემოგთავაზეს მუშაობაზე უარი თქვი.”-განაცხადა კობიაშვილმა. მის ამ ნათქვამს დღეს სოციალური ქსელის საშუალებით, თავად არველაძე გამოეხმაურა. მის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე.

ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში, ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ.
უნდა გვქონდეს ჩვენი სტილი, იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელზეც დავაშენებთ ინფრასტრუქტურასაც, აკადემიებსაც, საკლუბო სისტემასაც და მწვრთნელთა განათლებასაც – ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი. დაველოდები გულშემატკივრის შეფასებას და მოვისმენ ნებისმიერ აზრს, რომელიც უფრო გაშლის დისკუსიას და შეგვაძლებინებს ამ პრობლემების მოგვარებას.
“მიხედე რა შენ საქმეს – რას პროფესორობ” – რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია. ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს – ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა.”-განაცხადა არველაძემ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *