შოთა არველაძემ ერთერთ გადაცემაში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. 48 წლის მწვრთნელმა ცხადია ხვიჩა კვარაცხელიაზე და მის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზეც გააკეთა კომენტარი. როგორც თავად არველაძემ განაცხადა, 20 წლის ფეხბურთელი მან ატლეტიკოს და აიაქსს შესთავაზა.
“კვარაცხელიას ჩემოდანზე ჯდომის პოზა ძალიან შეუშლის ხელს. ბევრი ამბობდა, რომ უნდა წავიდეს, რომ რუსეთში ვეღარ პროგრესირებდა, ეს საუბრები მის ყურამდეც მივიდა და ხვიჩაზეც იმოქმედა. ეს ხელს არ შეუწყობს. სადაც არის და როგორც არის იქ უნდა იყოს საუკეთესო.
ხვიჩა ატლეტიკოს და აიაქსს შევთავაზე და ძალიან მინდოდა რომელიმეში მოხვედრილიყო. მითხრეს, რომ კვარაცხელია არა 15-20, არამედ 9-12 მილიონი ღირს.”-განაცხადა არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ არველაძე ამჟამად უგუნდოდ არის და მის სახელს კრასნოდარს და ჰალ სიტის უკავშირებენ. შოთამ ჰალ სიტიში შესაძლო დანიშვნსაზეც ისაუბრა, თუმცა მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
“სამუშაო ვიზას ველოდები, ვნახოთ…”