შოთა არველაძე: კრასნოდარში მუშაობა საინტერესო იქნებოდა

რუსული პრესა აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ კრასნოდარი შესაძლოა შოთა არველაძემ ჩაიბაროს. 48 წლის სპეციალისტმა ამ თემაზე კომენტარი RBC-Sport-თან გააკეთა.

“კრასნოდარი კარგი გუნდია და ამ კლუბში მუშაობა საინტერესო იქნებოდა. ადრე მქონდა შემოთავაზება, ახლა ჯერ-ჯერობით არაფერია.”-განაცხადა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ბოლოს ფახთაქორში მუშაობდა, სადაც ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. კრასნოდარის გარდა მისი სახელი რამდენიმე გუნდს დაუკავშირეს, მათ შორის არიან ჰალ სიტი და ტვენტე.

კრასნოდარი რუსეთის ჩემპიონატში 29 ქულით მე-5 ადგილზეა. მეორე წრის პირველ მატჩს გუნდი მოსკოვის ლოკომოტივთან გამართავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *