ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე, 14 ნოემბერს ლეგენდების მატჩში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრა დიეგო მარადონას ხსოვნას მიეძღვნება და საქველმოქმედო იქნება. ინფორმაცია არველაძემ თავად სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
“ყოველთვის სასიამოვნოა საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მიღება. მიხარია, რომ მშვიდობისთვის ვითამაშებ. მოუთმენლად ველოდები სტადიო ოლიმპიკოზე გასვლას.” – დაწერა არველაძემ.
როგორც მისი ფეისბუქ პოსტერიდან შევიტყვეთ, ამ მატჩში მონაწილეობას ჯანლუიჯი ბუფონი, ფრანჩესკო ტოტი, ფაბიო კანავარო, რონალდინიო, კლაუდიო კანიჯა და სხვა ცნობილი ვარსკვლავებიც მიიღებენ.